საზოგადოება
საქართველოში კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ცალკეულ რაიონებში იწვიმებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, რომ 6 და 7 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა- ელჭექით. დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 მაისს ტემპერატურა დღისით +15 +20 გრადუსი, ღამით +4 +9 გრადუსი იქნება.დედაქალაქში დღეს და ხვალ ტემპერატურა დღისით +20, ღამე +9 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები 8 მაისს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 9 მაისიდან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები