დღეს, ქ. ხობში 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეხუთე გათამაშება მინიფეხბურთში დასრულდა.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. მასში ქ. ხობის უბნების 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ტურნირის გამარჯვებულ გუნდ ,,იმედს``გარდამავალი თასი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ გადასცა. შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ პრიზები და ფასიანი საჩუქრები.
მასალის გამოყენების პირობები