სესხის პროცენტი საქართველოში 7494 ადამიანს გაუძვირდება
12:11 / 07.05.2015
ლარში აღებული, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტი 7494 ადამიანს გაუძვირდება , - ნათქვამია "საზოგადოება და ბანკების" განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ავრცელებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაზარდა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 5%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5147 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2347 იურიდიულ პირს აქვს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები