უკრაინამ და თურქმენეთმა ენერგეტიკის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
კომპანია "ნავთოგაზ უკრაინი "-სა და სახლმწიფო კონცერნ „ თურქმენგაზ" -ს შორის დადებული მემორანდუმი თურქმენული გაზის ევროპასა და უკრაინაში მიწოდებას ითვალისწინებს. უკრაინის ენერგეტიკისა მინისტრმა ედუარდ სტავიცკიმ, თურქმენეთში მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ დოკუმენტი თურქმენული გაზის უკრაინისთვის მიწოდების აღდგენას ითვალისწინებს, თუმცა, როგორ განხორციელდება ეს ტექნიკურად, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიაზე გადის“ , "მხოლოდ სპეციალისტების მიერ ამ საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვევა", თქვა სტავიცკიმ.
მასალის გამოყენების პირობები