17 მაისს ჰომოჰობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე აღარ გაიმართება.
აქტივობები საპატრიარქოს თხოვნით თავად ორგანიზატორებმა გააუქმეს, რომლის შესახებაც ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, დღეს და ხვალ ეკლესია პირველად აღნიშნავს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შემობრძანებას დედაქალაქში.
ამ დღესასწაულის გამო, დღეს მცხეთიდან თბილისამდე მსვლელობაც იგეგმება.
ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე სამღვდელო პირები და მორწმუნეები მიაცილებენ აწყურის ღვთისმშობლისა და ანდრია მოციქულის ხატებს. საღამოს კი პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.
ხვალ ილია მეორე გვარებსა და ოჯახებს დალოცავს.
მასალის გამოყენების პირობები