საზოგადოება
აზიის ქვეყნებში ქართული ბლის ექსპორტი წელს დაიწყება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კანადის ყოფილ ვიცე-პრემიერს, შეილა კოპს და კანადელი ბიზნესმენების ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი, საქართველო-კანადის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე წარიმართა, მათ შორის, საქართველოში, კანადური ინვესტიციების განხორციელებისა და არსებულის ხელშეწყობის მიმართულებით. შეხვედრაზე მონაწილე კანადელი ბიზნესმენები, გურმანტ გრევალი და ამარჯიტ სინქჰ ჯატანა, ორი წელია, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობენ და უკვე განახორციელეს 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია – კავკასიის ნექტარი, წელს, საქართველოდან ბალის ექსპორტს აზიის ქვეყნებში იწყებს. კომპანიას, ხილის ბაღები, გორის რაიონში აქვს, სადაც ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი მოჰყავთ. კავკასიის ნექტარი, ბიზნესის განვითარებას, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და კახეთის რეგიონში გეგმავს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანადური კომპანია, რომელსაც საკუთარი ხეხილის ბაღებიც აქვს, აქტიურად თანამშრომლობს გორის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან და მათგან ხილს ყიდულობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე, საქართველოში უცხოური, მათ შორის, კანადური ინვესტიციის მატებისა და საქართველოდან ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე წარიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.