საზოგადოება
სახელმწიფომ 19 რაიონული საავადმყოფო გამოისყიდა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რაიონული საავადმყოფოების გამოსყიდვის მეორე ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი ინფორმაციით, მთლიანობაში გამოსყიდულია 19 რაიონული საავადმყოფო, რომელთაგან 9 კლინიკასთან მიმართებაში ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა.„ჯამში საუბარია 19 საავადმყოფოზე, საიდან 9 რაიონულ კლინიკასთან მიმართებაში ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულება და კონტრაქტის მიხედვით, მათ დაწესებულებები უკან ჩამოერთვათ.რაც შეეხება დანარჩენების გამოსყიდვას, ისინი ორი სადაზღვევო კომპანიისგან მოხდა, რაშიც ჯამში სახელმწიფომ 12 მილიონი ლარი გადაიხადა,“ - დასძინა მინისტრმა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები