Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/1355318397_sasamartlo-gadageba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/1355318397_sasamartlo-gadageba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/1355318397_sasamartlo-gadageba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/1355318397_sasamartlo-gadageba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ჟურნალისტების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს სასამართლოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება. რადიო "ათინათი" საქართველოს სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების - ვახტანგ სანაიას, რუსუდან ვაშაკიძის, დავით ქართველიშვილის, მარიამ ოშხნელის და თამრიკო სურგულაძის სასარჩელო მოთხოვნა სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენა და მათთვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ სადავო ბრძანებით შეიზღუდა მათი შრომითი და კონსტიტუციური უფლებები, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და მათი მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუშვებლად მიიჩნია, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ ’’საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ გენერალური დირექტორის ბრძანება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში და სსიპ ’’საზოგადოებრივ მაუწყებელს’’ დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 2012 წლის 09 ოქტომბრიდან - 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხე სსიპ ”საზოგადოებროვმა მაუწყებელმა” ვერ დაამტკიცა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა, მეორეს მხრივ, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სამუშაოზე აღდგენაზე, ვინაიდან მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2013 წლის 01 იანვარს. შრომითი ხელშეკრულების მოშლის არაკანონიერად ცნობამ განაპირობა მოსარჩელეებისათვის მოპასუხე სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზრაურება. სასამართლო განმარტავს, რომ სხვა მოსარჩელეებისგან განსხვავებით, ვახტანგ სანაია ითხოვდა მოპასუხისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური - 1 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებულ იქნა სასამართლოს მიერ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.