საზოგადოება
სტიქიის საფრთხის გამო დარიალის ხეობაში მოძრაობა იზღუდება
ღამის საათებში დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქტიურების საფრთხეა, რის გამოც 2015 წლის 6 ივნისიდან, 19:00 საათიდან 07:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები