Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/SAM_2180.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/SAM_2180.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/SAM_2180.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/SAM_2180.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ლიაში ხე-ტყის გადამამუშავებელ ქარხანაში მუშახელის შემცირება იგეგმება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ჩინელების საკუთრებაში არსებული ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნის ტექნიკის ნაწილი  ქუთაისში გადააქვთ. როგორც რადიო "ათინათს", "ჯორჯიანვუდის" წარმომადგენელმა განუცხადა, მიმდინარობს კომპანიის რებრენდინგი და ქუთაისის საწარმოს მაღალი ტექნოლოგიური მოწყობა. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მასალის საშრობი მოწყობილობა  ლიის საწარმოდან  ქუთაისში უნდა იქნეს გადატანილი. რაც ადგილზე მუშა ხელის შემცირებას გამოიწვევს. საწარმო 2005 წლიდან მუშაობს და  ძირითადად ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. კომპანიის გადაწყვეტილებას საწარმოს თანამშრომლები აპროტესტებენ. მათი თქმით ადმინისტრაციამ კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ წინასწარ არ გააფრთხილა და აღნიშნულის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს. "მოვითხოვთ საწარმოს შეუჩერდეს ჩვენი ხე-ტყის ექსპულატაციის უფლება. იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც აღნიშნულ საქმიანობას განაახლებს". აცხადებენ მუშები. "ჯორჯიანვუდის " წარმომადგენლის განმარტებით ადმინისტრაციამ თანამშრომლები, კომპანიაში გასატარებელი ცვლილებების შესახებ, რამდენიმე თვით ადრე გააფრთხილა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა მალხაზ როგავამ რადიო "ათინათს" განუცხადა, საწარმოს ქვეყნის მასშტაბით ექვსი ლიცენზია აქვს, რაც საკმარისი არ არის მისი ეკონომიკური მოგებისთვის, შედეგად წლიური მოანცემებით კომპანია მილიონ ლარზე მეტ ზარალს ნახულობს, რისთვისაც ადმინისტრაციამ ზემოაღნიშნული ცვლილებები გადაწყვიტა. კომპანიაში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად სეზონურ სამუშაოებზე  დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება. როგორც მუშები რადიო "ათინათთან" აცხადებენ რამდენიმე ოჯახი სამუშაოს გარეშე რჩება და ამ გარემოებას ისინი არ  დათმობენ, საჭიროების შემთხვევაში  საქმეში ადგილობრივ მთავრობას და  მაჟორიტარ დეპუტატს ჩართავენ.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.