წალენჯიხის რაიონ სოფელ ლიაში ჩინლების საკუთრებაში არსებული ხე-ტყის გადამამუშავებელ ქარხანასთან ამ წუთებში რაიონის ხელმძღვანელობას, გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს ელოდებიან.
როგორც რადიო "ათინათს" საწარმოს ერთ-ერთმა მუშაკმა ემზარ ზარანდიამ შეატყობინა მათი მოთხოვნაა რაიონში საწარმოს შენარჩუნება, თუ აღნიშნულ მოთხოვნას არ დაუმაყოფილებენ მაშინ მუშები სხვა მოთხოვნას, " არ მიეცეს რაიონის ხე-ტყის გაზიდვის უფლება საწარმოს" წაუყენებენ. დეტალებს რადიო "ათინათი" რამდენიმე წუთში მოგაწვდით.
ვრცლად
მასალის გამოყენების პირობები