საქართველოს მთავრობამ გაზის ტარიფის 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, გაიაფება მოხდება ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტარიფის გაიაფების ხარჯზე.
მისივე თქმით, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გაზის ტარიფი 10%-ით, ანუ 5 თეთრით შემცირდება.
მასალის გამოყენების პირობები