Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/images-43434.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/images-43434.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/images-43434.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/images-43434.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
შესაძლოა თბილისში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინები აშენდეს
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დევნილთა სამინისტრომ 2012-2014 წლის დევნილთა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიხედვით თუ 2012-2014 წლების სტრატეგიით დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის მშენებლობა თბილისში არ უნდა მომხდარიყო, ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დევნილებისთვის, საცხოვრებელი ბინების მშენებლობის კუთხით შეზღუდვა არ იქნება და მშენებლობები შესაძლებელი იქნება, როგორც რეგიონებში, ისე თბილისის მასშტაბით. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ასევე განმარტა, რომ საუბარია იმ დევნილებზე, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან თბილისში და წლებია დედაქალაქში ცხოვრობენ. „წინა ხელისუფლების მიერ მიღებულ სტრატეგიაში დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა განსაზღვრული იყო ყველგან, საქართველოს დედაქალაქის გარდა. ეს იყო დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც არღვევდა დევნილთა უფლებებს, იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებიც 20 წელია თბილისში ცხოვრობენ და აქ არიან ინტეგრირებულები. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს შემზღუდავი ნორმა ამოღებულია და შესაბამისად, საშუალება გვექნება, მშენებლობები ვაწარმოოთ თბილისსა და მიმდიბარედ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხება თბილისში რეგისტირებულ დევნილებს, რომლებიც თითქმის 20 წელია თბილისში ცხოვრობენ. მინიმალური ვადა, დედაქალაქში ცხოვრებისა, არის 5 წელი“ - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.