საკურა - იაპონიაში ყველაზე პოპულარული დეკორატიული ხეა ვარდისებრთა ოჯახიდან, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.
საკურა გაზაფხულზე ყვავის და მისი ყვავილობა მხოლოდ ერთ კვირას გრძელდება. დროის ამ მცირე მონაკვეთში იაპონია უთვალავი თეთრი და ვარდისფერი ნაზი ფოთლით იფარება.
ხანამი (ყვავილების სილამაზით ტკბობის ტრადიცია) - იაპონელების კულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს იმდენად პოპულარული მოვლენაა, რომ საკურას ყვავილობამდე რამდენიმე თვით ადრე ტელევიზიით მოსალოდნელ პროგნოზსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საკურას ყვავილობის სავარაუდო დროს გადასცემენ.
საკურას ხეები ყველა იაპონურ ქალაქში ხარობენ.
[gallery columns="4"]
მასალის გამოყენების პირობები