საზოგადოება
მამა გიორგი სტიქიის დროს დაკარგულ ქალიშვილს ეძებს
მთაწმინდის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (ჯიბუტი) სტიქიის დროს დაკარგულ ქალიშვილს ეძებს. სტიქიის დროს 24 წლის ივლიტა ჯიბუტი მეღლესთან და მეგობართან ერთად სახლში იმყოფებოდა. ახალგაზრდები თავის გადასარჩენად სახლის სახურავზე ავიდნენ, თუმცა სამივე მოვარდნილმა ნიაღვარმა გაიტაცა. მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, ივლიტას ძებნა ამ დრომდე გრძელდება, ოჯახის სტუმრის - მარიამ ქუთელიას ცხედარს კი მოგვიანებით, გაწმენდითი სამუშაოებისას მიაკვლიეს. მამა გიორგის ფოტო თამაზ ელიზბარაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები