Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/bati-tasiko.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/bati-tasiko.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/bati-tasiko.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/bati-tasiko.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
რეგიონში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარი გამოიყოფა
2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი და დასაფინანსებელი პროექტების პრიორიტეტებზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ სამეგრელოს მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომაარეებთან შეხვედრისაას იმსჯელა. 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აღნიშნული თანხა 2012 წელს გამოყოფილი თანხის რაოდენობაზე 140 მილიონი ლარით მეტია. რეგიონში არსებულ საჭიროებებზე მსჯელობისას რამდენიმე პრიორიტეტი განისაზღვრა: წყლის სისტემის, ხიდების, გზების, გარე განათებისა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ის ძირითადი საკითხებია რომელიც მოსაგვარებელ საკითხთა ნუსხაში პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. რადიო „ათინათთან“ საუბარში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მოვდევნო ორშაბათამდე ადგილობრივმა თვითმმაერთველობებმა უნდა წარადგინონ პროექტები, რომელიც 200 მილიონი ლარის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს. ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საწყის სტადიას, მინისტრის განცხადებით მომდევნო კვირიდან ჩატარდება ტრენინგები ადგილობრივ თვითმმართთველობებში. მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების მკაცრი მონიტორინგი, იმისთვის, რომ ფონდიდან მიღებული თანხა მიზნობრივად იქნეს გახარჯული. დღესვე მინისტრმა და მისმა მოდაგილემ მოინახულეს ანაკლიაში და განმუხურში დაწყებული სამშენებლო სამუშაოები. ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე დღეს ანაკლიაში პორტებისა და სანაპიროების პროექტების კომპანია - ,,დოკუა"-ს ხელმძღვანელს იონგ ჯუნგ ჩიოს შეხვდა, რომელმაც ანაკლიის ნაპირდაცვითი სამაგრების პროექტები გააცნო მინისტრს. კორეული კომპანია - ,,დოკუა" ანაკლიაში ნაპირდაცვითი ნაგებობების პროექტირების განხორციელებასა და მის მშენებლობას გაუწევს ზედამხედველობას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.