უსაფრთხოების მიზნით მოხალისეებს დღეიდან თბილისში მდებარე ცხელ წერტილებში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ. გადაწვეტილება ამის შესახებ დღეს საგანგებო შტაბში მისულმა თბილისის მერმა გაახმაურა.
დავით ნარმანიას განმარტებით, მოხალისეები უფრო მეტად იმუშავებენ გარეუბნებში, საცხოვრებელი სახლების ეზოებში. რისკის ზონაში ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. დედაქალქის მერის თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული წესები და პირობები ყველამ უნდა დაიცვას.
მასალის გამოყენების პირობები