თბილისში, მოხალისეებსა და მაშველებს, რომელებიც სტიქიისგან დაზიანებულ უბნებში მუშაობდნენ და კანის დაზიანება მიიღეს, ტეტანუსის აცრის გასაკეთებლად დღის საათებში შეუძლიათ, მივიდნენ იმუნიზაციის ცენტრის დამატებით სერვისცენტებში, რომლებიც ვაკესა და საბურთალოს რაიონებში არის გახსნილი.
მისამართი: "მედკაპიტალი" (გამრეკელის ქ. №19); "ჯანმრთელობის ცენტრი" (ალ. ყაზბეგის 14ბ); "ვერე XXI" (ქიაჩელის 18);
სამედიცინო ცენტრი "მედისონი" (ვაჟა-ფშაველას 83/11) სამუშაო დღეებში 10-დან 17 საათმდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 47 06 06.
ცნობისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოხალისეებს, რომლებიც სტიქიით დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავებაში არიან ჩართულნი, კლინიკები ტეტანუსის ვაქცინაში 200 ლარს ახდევინებენ.
შეგახსენებთ, 13 ივნისს ძლიერი წვიმის გამო თბილისში 19 მოქალაქე დაიღუპა. გმირთა მოედანზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე და ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის მაშველები 3 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 10 000 ლარს მიიღებენ. მიყენებული ზარალი კი 100 მილიონ ლარად ფასდება.
მასალის გამოყენების პირობები