შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თქმით, ის არ გასცემს ინფორმაციას, მართლა მკურნალობს თუ არა გალის რაიონის ყოფილი დე ფაქტო გამგებელი რუსლან ქიშმარია თბილისში. მისივე თქმით, ადამიანების პერსონალური ინფორმაციების გაცემა ყოვლად დაუშვებელი და ამავდროულად კანონის დარღვევას წარმოადგენს.
"ეს არის მათი უფლება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველას, თუ გვინდა რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა პატივს სცემდეს და ენდობოდეს საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მათი მდგომარეობა კიდევ არ დავამძიმოთ ინფორმაციის გავრცელებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, რუსლან ქიშმარია "ნიუ ჰოსპიტალში" გადის მკურნალობის კურსს.
მასალის გამოყენების პირობები