საზოგადოება
”ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიიდან ქლორის კონტეინერები ამოიღეს
შს სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ერთეული თხევადი ქლორის სპეციალური კონტეინერი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, არსებობდა ქლორის გაჟონვის საფრთხე, რის გამოც ჩატარდა რიგი ღონისძიებები. ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ჯგუფმა კონტეინერები ოპერატულად ამოიღო.
"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების სპეციალისტებმა აღმოჩენილი ნივთიერება შემდგომი უტილიზაციის მიზნით უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს", ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები