არის თუ არა ცოცხალი ის ვეფხვი, რომელსაც უკვე კვირაზე მეტია ეძებენ, ეს შესაძლოა უახლოეს საათებში გახდეს ცნობილი. ვარაუდობენ, რომ დღეს გაწმედნდენ იმ ვოლიერს, სადაც მტაცებელი ცხოვრობდა.
ამ ტერიტორის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ზოოპარკი და მზიური მთელი ღამის განმავლობაში სუფთავდებოდა. სამუშაოები დღეს დილით განახლდა სვანიძის ქუჩაზე.
როგორც აცხადებენ, სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების გაწმენდას სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირა დასჭირდება. დღეს ზოოპარკი ასევე გამოაქვეყნებს სტიქიის შედეგად გადარჩენილი ცხოველების სიას.
მასალის გამოყენების პირობები