საზოგადოება
ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობა იგეგმება
ვერეს ხეობაში „ქართული მანჰეტენი“ მოწყობა, შესაბამის პროექტი საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავა. საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტები ამ წუთებში „თბილისი მარიოტში“ მსჯელობენ. ბიზნესპალატის ხელმძღვანელი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ მდინარე ვერემ „ნგრევა დაამთავრა და ახლა უნდა დაიწყოს მშენებლობა“. პროექტთან დაკავშირებით მოწვეულები არიან უცხოელი სპეციალისტები და დაწყებულია კვლევა ვერეს ხეობის პრობლემებთან დაკავშირებით. „პროექტის არსი იმაშია, რომ პატარა, ლამაზი მანჰეტენი შევქმნათ თბილისში, თავისი რეკრეაციული ზონით, დამბით, წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებით", - ამბობს ჯგერენაია. მისივე ინფორმაციით, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დამბის აშენების შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. "დამბა იქნება იმის გარანტორი, რომ მსგავსი არასდროს განმეორდება თბილისში. პროექტი "მანჰეტენი" გულისხმობს სარეკრეაციო ზონის აღდგენას, პარკის გაშენებას თავისი სპორტული მოედნებით, სასტუმროებით, ბიზნესცენტრებით და კორპუსების განთავსებას", - განაცხადა ჯგერენაიამ. ბიზნესპალატის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობას „სიგნალი უკვე მისცეს“ და რამდენიმე მინისტრს ელაპარაკნენ. პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 და ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.