აუდიტის სამსახურმა დევნილთა სამინისტროს შემოწმების შედეგად სერიოზული დარღვევები გამოვლინა. საუბარია 2011-2013 წლებზე. მთავარი აუდიტორის ინფორმაციით, 2013 წელს ხელშეკრულებების უმეტესობა გაფორმებული იყო კომპანიებთან, რომლებიც არაპირდაპირ,მაგრამ სამინისტროს თანამშრომელთან იყო დაკავშირებული. თორდიას ინფორმაციით, ფიქსირდება სამინისტროს მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაც.
ასევე დარღვევებია დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფის პროცესშიც. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში უკვე გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.
მასალის გამოყენების პირობები