ე.წ. მატროსოვის ციხიდან სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 375 პატიმარი გადაიყვანეს. მათ შორის არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. ახალაია გლდანის #8 დაწესებულებაშია გადაყვანილი.მისი ადვოკატის ,მალხაზ ველიჯანაშვილის განაცხადებით, ამის მიზეზად ახალაიას ციხის რეაბილიტაციის დაწყება დაუსახელეს, რაც ადვოკატს აბსურდულად მიაჩნია.
"ის ფლიგელი, სადაც ბაჩო ახალაია იყო მოთავსებული, გარემონტებულია, შესაბამისად აბსურდულია მიზეზი, თითქოს ახალაია გლდანის ციხეში შენობის რემონტის გამო გადაიყვანეს", - განაცხადა ადვოკატმა.
საჯელაღსრულების სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ე.წ. მატროსოვის ციხეს, ანუ N9 დაწესებულებას რემონტი უტარდება, რის გამოც დროებით დაიხურა.
"ციხიდან ყველა პატიმარი გადაყვანილია, ნაწილი - გლდანის, ხოლო დანარჩენი სხვა დაწესებულებებში", - განაცხადა პრესსპიკერმა.
მასალის გამოყენების პირობები