Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/parlamentiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულებას კანონი დაარეგულირებს
პარლამენტს "რეკლამის შესახებ" კანონში და "ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი შესთავაზეს. ინიციატივა  აბრაზე დატანილი წარწერების  ქართულ ენაზე შესრულებას ითავლისწინებს და მისი ავტორი  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემელაძეა. კანონში შესატანი ცვლილების თანახმად აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულება  სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირების ადმინისტრაციული წესით დასჯას გამოიწვევს. "რეკლამის შესახებ" კანონში ტერმინის "აბრა" განმარტება შემოდის და მასში ისიც იწერება, რომ აბრა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაზე ვრცელდება. ამასთან, როგორც კანონმდებელი განმარტავს, აღნიშნული მოთხოვნისა და ვალდებულების დაწესება არ გამორიცხავს იმას, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა უცხო ენაზეც შესრულდეს. ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, აბრის დაკვეთისა და მისი განთავსებისთვის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებენ. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.