უცხოური მედია წერს, რომ Facebook-ის ოფისი აფრიკაში, კერძოდ იოჰანესბურგში ივლისის ბოლომდე გაიხსნება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის აფრიკის ქვეყნებიდან Facebook-ს უკვე 120 მლნ-მდე მომხმარებელი ჰყავს. ეს იმ ფონზე, როდესაც 2014 წლის შემოდგომისათვის მათი რაოდენობა 20 მლნ მომხმარებელს შეადგენდა. Facebook-ის ოფისში სულ 25 ადამიანი იმუშავებს და მათი მთავარი მიზანი ბაზრის გაფართოება იქნება. აქცენტი ძირითადად კენიასა და ნიგერიაზე გაკეთდება და ამისათვის დიდი დატვირთვა მობილურ რეკლამას მიენიჭება, რადგანაც აფრიკის მოსახლეობის 80 % სოციალურ ქსელში მობილური ტელეფონებიდან შედის.
უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლისთვის Facebook-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 227 მლრდ დოლარი იყო. სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობამ კი 1,5 მლრდ ადამიანს მიაღწია. Facebook-ის საშუალებით მსოფლიოში სულ 4,5 მლნ სამუშაო ადგილია შექმნილი.
Facebook-ის კაპიტალიზაცია კი 275 მლრდ დოლარს აღწევს.
FACEBOOK-ი ხმოვან შეტყობინებებს ტექსტურში გადაიყვანს
FACEBOOK-ი ჩვენთვის საინტერესო ადგილებზე მოგვიყვება
FACEBOOK-ი მომხმარებელს ანდერძის დატოვების სერვისს სთავაზობს
FACEBOOK-ი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებისთვის აპლიკაციებს შექმნის
FACEBOOK-ი მსოფლიოში ყველაზე დიდ OPEN SPACE-ში გადავიდა
FACEBOOK-ი და TWITTER-ი ოჯახებს ანგრევს
მასალის გამოყენების პირობები