საზოგადოება
ლტოლვილთა სამინისტრო 79 მოქალაქის საქმეს პროკურატურას გადაუგზავნის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 79 მოქალაქის საქმეს შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნის. როგორც მინისტრის მოადგილე, შოთა რეხვიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტროში დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოქმედმა კომისიამ განიხილა იმ დევნილთა შემთხვევები, რომლებმაც გაყალბების გზით მიიღეს დევნილის სტატუსი და ამავდროულად სახელმწიფოს მხრიდან დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი, ან აღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია. ასეთი სულ 23 ოჯახია. ამ ოჯახებს, სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებით, ოჯახის წევრებთან ერთად გადაეცათ დევნილის სტატუსი. ოჯახის წევრებმა კი კომისიასთან გასაუბრების შედეგად აღიარეს, რომ არ იყვნენ დევნილები, გაყალბებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი და ითხოვდნენ მათზე ამოქმედებულიყო 2013 წლის 30 დეკემბრის ამნისტია. გარდა ამისა, იმსჯელეს იმ დევნილთა შესახებ, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია და პარალელურად საცხოვრებელი ფართი დაუკანონდათ. ერთ შემთხვევაში კომპენსირებულია 8 ოჯახი, ბინა და კომპენსაცია ერთი და იგივე პირზეა გაცემული, მეორე შემთხვევაში კი დაკანონებულია და კომპენსირებულია 48 ოჯახი, თუმცა ბინა და კომპენსაცია ოჯახის სხვადასხვა წევრზეა გაცემული. "ერთ-ერთი ფაქტი ძალიან საინტერესოა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოქმედმა კომისიამ გამოავლინა პირი, რომელმაც შეცვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემებით ყალბი პირადობის მოწმობა დაამზადებინა, მიიღო საცხოვრებელი ფართი, შემდეგ მიმართა რეესტრს, მისი ნამდვილი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით ქონების გადარეგისტრირების შესახებ", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, პერიოდულად გროვდება ინფორმაციები მსგავსი ტიპის დარღვევებზე, რაც შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება. შოთა რეხვიაშვილის თქმით, გამოვლენილი 79 შემთხვევა 2012 წლამდე პერიოდისაა. თუ როგორ განვითარდება გამოძიება, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს მისი კომპეტენცია არ არის, თუმცა, მისივე თქმით, როდესაც საუბარია პირადობის მოწმობის გაყალბებაზე, ეს არ არის მხოლოდ დევნილის, ან რიგითი მოქალაქის პრობლემა. რეხვიაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, არა ერთი თანამდებობის პირის ბრალეულობის საკითხი დადგეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.