ერთიანი ეროვნული გამოცდაზე აბიტურიენტი ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა, რის გამოც ის გამოცდაზე არ დაუშვეს. აბიტურიენტი საპატრულო პოლიციამ შეამოწმა.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველი ნაკადის რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 9-ზე.
საქართველოს 11 ქალაქში 19 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს, ყველა მათგანი აღჭურვილია ვიდეო თვალით, საათებით. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიციო დამხარების ჯგუფები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. ასევე შეუძლიათ შეიტანონ წყალი. წელს 38 ათას 700-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მსჯავრდებულები. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები