საზოგადოება
ქართული დამარილებული თხილი ნაჭუჭით ევროპაში ექსპორტზე გავიდა
კომპანია "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსმა" ინგლისში, ბულგარეთსა და პოლონეთში თავისი ინოვაციური პროდუქტი - მოხალული და დამარილებული თხილი ნაჭუჭით - ექსპორტზე გაიტანა. კომპანიამ, რომელიც ხობის რაიონში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს, მანამდე თავისი პროდუქტი საცდელად ადგილობრივი ჰიპერმარკეტების ქსელში შეიტანა. 125-გრამიანი შეფუთვით სასუსნავი 3-4 ლარამდე ღირს და მომხმარებლებში წარმატებით სარგებლობს. როგორც წესი, ქართული თხილი ევროპაში არა დაფასოებული, არამედ ნედლეულის სახით გადის, და შესაბამისად, ნაკლებ ფასად იყიდება. სამრეწველო თხილი " ჯორჯიან პროდაქტს რენესანსისთვისაც" ძირითადი სასაქონლო პროდუქტია. როგორც დამფუძნებელმა, თემურ ბოლქვაძემ განაცხადა, წელს 440 ტონა თხილის გადამუშავებასა და ევროპაში გატანას გეგმავს. "ჩვენი კომპანია 2013 წელს დაარსდა და პრაქტიკულად, პირველი სამუშაო სეზონი გვქონდა. თურქეთში ცუდი მოსავლის გამო თხილის ფასი წელს რეკორდულად მაღალი იყო. გლეხებისგან ერთ კგ. თხილს 7 ლარად ვიბარებდით. იყო შემთხვევები 12 ლარსაც კი მიაღწია. სავარაუდოდ, წელს ფასები შემცირდება და მეტი რაოდენობით ჩავიბარებთ", - განაცხადა თემურ ბოლქვაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.