საზოგადოება
1 აგვისტოდან რძეზე და რძის ნაწარმზე კონტროლი მკაცრდება
1 აგვისტოდან ძალაში შედის “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია, ნატურალური რძისგან არაა დამზადებული, ეტიკეტზე იკრძალება წარწერის დატანა: მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი და ა.შ. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს, რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. რეგლამენტი ასევე ადგენს, მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ; ასევე მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ტერმინების, და რეგულირების ობიექტის ეტიკეტირების მიმართ. დგინდება რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსების პირობები და სპეციფიკური მოთხოვნები ნედლი რძის მიმართ; ასევე რეგლამენტში გათვალისწინებულია, ჰიგიენური მოთხოვნები რძის მწარმოებელი ბიზნესოპერატორის მიმართ. რეგულირების ობიექტებია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული რძე და რძის შემდეგი ნაწარმი: ა) ნედლი რძე და ნედლი ნაღები; ბ) სასმელი რძე და სასმელი ნაღები; გ) რძემჟავა პროდუქტი; დ) კარაქი; ე) ყველი და ყველის პროდუქტი; ვ) რძის გადამუშავების თანანაწარმი პროდუქტი. რეგულირების ობიექტია, ასევე, რძის შემცველი პროდუქტი. რეგლამენტი ასევე ადგენს, რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსების პირობებს, – ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ბაზარზე განთავსებული რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. სურსათის ეტიკეტზე დასახელება – რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), ნაღები, არაჟანი, იოგურტი, კეფირი, კარაქი, ერბო, დო, ხაჭო, ყველი, შესქელებული რძე, შრატი, რძის ცხიმი, კაზეინი, გაუწყლოებული რძის ცხიმი, კუმისი და სხვა, რომელთა წარმოება ხდება ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, ამ დასახელებების გამოყენებით შედგენილი რთული დასახელებები, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ რძისა და რძის ნაწარმისათვის. დაუშვებელია ეტიკეტზე, თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და სხვა სახის საინფორმაციო მასალაში, სურსათზე, რომელიც არ წარმოდგენს რძეს, რძის ნაწარმს, იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს, რძის ნაწარმს. ასევე, ცხოველის/ცხოველების დასახელება, გარდა ძროხისა, რომლიდანაც მიღებულია რძე, მითითებულ უნდა იქნეს პროდუქტის დასახელებასთან ერთად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.