საზოგადოება
არამდგრადი ამინდი 17 ივლისამდე შენარჩუნდება
საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელია. დასავლეთ საქართველოში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, თუმცა ზოგიერთ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი, ნისლი და ელ-ჭექი. ჰაერის ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე გათბება. ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა 25-29 გრადუსია.
საღამოს საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც. ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს. სინოპტიკოსთა ვარაუდით, არამდგრადი ამინდები 17 ივლისამდე შენარჩუნდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები