18-19 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ყინვებია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავას განცხადებით, ხვალიდან ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესდება, უმეტეს რაიონებში იწვიმებს, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრას უკავშირდება.
ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +12+14 გრადუსი იქნება, თბილისში კი, 16 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები