საზოგადოება
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის საკითხს დღეს სემეკი განიხილავს
სემეკის სხდომაზე დღეს თბოელექტროსადგურების სატარიფო განაცხადებს განიხილავენ. 3 კომპანია ელექტროენერგიის თარიფის გაზრდას ითხოვს, რასაც ლარის კურსის ცვლილებას უკავშირებენ. თბოელექტროსადგურები ბუნებრივ აირს დოლარში ყიდულობენ. შესაბამისად, მათი ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სემეკში არ აკონკრეტებენ, თუ როგორ შეიძლება აისახოს ტარიფის ცვლილება სამომხმარებლო გადასახადზე.
მარეგულირებელი კომისია ენერგო-პრო ჯორჯიას სატარიფო განაცხადსაც ხვალ განიხილავს. თბილისისა და კახეთის გარდა ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდოს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები