Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/saq-ragac.mza_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/saq-ragac.mza_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/saq-ragac.mza_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/saq-ragac.mza_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
პირადი საიდუმლოების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება
პირადი საიდუმლოების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და ფონდ ALPE-ს ერთობლივ განცხადება გამოქვეყნდა. განცხადებას რადიო "ათინათი" გთავაზობთ: „გასულ კვირას, სატელევიზიო ეთერით რამდენჯერმე მოხდა სხვადასხვა რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მაღალი თანამდებობის და კერძო პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული შემთხვევები განსხვავებული ხასიათის გახლდათ. ერთ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა განცხადება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, აღნიშნული განცხადების კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე სამართლებრივი განმარტება გააკეთა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ. მისი განცხადებით „როცა საქმე უმაღლესი თანამდებობის პირებს ეხებათ, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“. მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ასევე გაასაჯაროვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებთა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკა ბესელიამ, რომელმაც ადგილობრივ მედია საშუალებაში გამოქვეყნებული მასალა და ჟურნალისტის მიერ პრემიერისადმი დასმული შეკითხვა, ჟურნალისტის ოჯახის წევრისადმი ფოთის თვითმმართველობის მიერ სამკურნალოდ თანხის გამოყოფაზე უარს დაუკავშირა. იმისათვის, რათა საზოგადოება შეყვანილი არ იქნას შეცდომაში ადამიანის პირადი საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული საკანონმდებლო გარანტიების შესახებ, საჭიროდ მივიჩნევთ წარმოგიდგინოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა. პირადი საიდუმლოება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად: „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან სხვა კერძო საკითხებთან, ამ დამიანის თანხმობის გარეშე არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი , გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“ ხსენებული უფლება ასევე დაცულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლითა და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ გაეროს პაქტის მე-17 მუხლით. კონსტიტუციით დაცული უფლება საქართველოში რეგლამენტირებულია რიგ შიდასახელმწიფოებრივ საკანონმდებლო აქტებში. როგორც უკვე აღინიშნა, პირად საიდუმლოებას განეკუთვნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ფინანსებთან, ჯანმრთელობასთან ან სხვა კერძო საკითხებთან. მსგავსი ტიპის ინფორმაციის დაცვისათვის სათანადო წესების რეგულირება ხდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ (პერსონალური მონაცემების დაცვა), „საგადასახადო კოდექსით“ (საგადასახადო საიდუმლოების დაცვა), საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ (პერსონალური მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის დაცვა), საქართველოს კანონით „პაციენტის უფლებების შესახებ“ (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაცვა) და სხვა. შესაბამისად ცალსახაა, რომ ხსენებულ თანამდებობის პირებს არ ჰქონდათ უფლება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის გარეშე გაესაჯაროებინათ. საქართველოს კანონმდებლობა არ ხდის ამ ტიპის ინფორმაციას ხელმისაწვდომსა და საჯაროს მაშინაც კი, როდესაც საკითხი თანამდებობის პირებს შეეხებათ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში მოქალაქემ ინფორმაცია დახმარების მისაღებად მიაწოდა თვითმმართველობის ორგანოს და სწორედ ეს ინფორმაცია გახდა საზოგადოებისათვის საჯარო. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ დასახელებულ თანამდებობის პირებს მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა პირადი საიდუმლოების ხელყოფა ან საქართველოს კანონმებლობის არასწორი ინტერპრეტაციის გამო სხვა პირთა მიერ მსგავსი უფლებადარღვევა“,-აღნიშნულია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.