საზოგადოება
ომბუდსმენი: „თბილისი 2015“–ის ორგანიზატორებმა სსმ პირთა საჭიროებები არ გაითვალისწინეს
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით,  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნაზე სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ინტერესები არ გაუთვალისწინებიათ. უმბუდსმენი მიიჩნევს, რომ  საქართველოში სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების იგნორირების ფაქტები სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში სამწუხარო პრაქტიკად იქცა. "არაადაპტირებული გარემო და პირობები ხშირად ხდება ამ პირთა დისკრიმინაციის საფუძველი", - წერია სახალხო დამცველის დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ომბუდსმენი გამოეხმაურა "რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად 2015 წლის 26 ივლისს ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალი „თბილისი 2015“–ის ორგანიზატორებმა ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე დასწრების მსურველ სსმ პირთა საჭიროებები არ გაითვალისწინეს. მედიის ინფორმაციით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავისუფლად შესვლის, გადაადგილებისა და ღონისძიებაზე დასწრების პროცესში, ეტლით მოსარგებლე ადამიანებს დაბრკოლება შეექმნათ. ომბუსდმენმა გასულ კვირას რეკომენდაციით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორს – შეიმუშავოს შიდა დოკუმენტი (დებულება/წესები/პრინციპები), რომლითაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების დროს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მასში ღირსეულად მონაწილეობის ხელშეწყობის პრინციპები. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, გაითვალისწინოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, – სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა, დისკრიმინაციის გარეშე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.