საზოგადოება
30-31 ივლისს ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30-31 ივლისს ტემპერატურა მოიმატებს. 30-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +38, +39 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +31, +33-მდე. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდები იქნება.
1-ელ აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +37, +38 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +30, +32-მდე.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები