საზოგადოება
საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცირე ნალექი აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ძირითადად თბილისსა და ბოლნისში დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე აიწევს. დღის განმავლობაში იქ ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 20-25მ იქნება. 23 მარტს კი საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას, რის შედეგადაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. მთებში ზოგან ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. ნალექიანი ამინდები საქართველოში 24 მარტის ჩათვლით დარჩება. 25-27 მარტს კი გამოიდარებს და საქართველოში უნალექო ამინდები იქნება. 28 მარტიდან კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი. 23 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17; +22 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - +12; +17; 24 მარტს დასავლეთ საქართველოში - +4;+9; აღმოსავლეთ საქართველოში - +6;+11; 25 მარტს დასავლეთ საქართველოში - +13 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოში კი - +14 გრადუსამდე დათბება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.