წალენჯიხაში ქარმა კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი მთლიანად ახადა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ, გამგებელმა გოგა გულორდავამ და გამგეობის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ ადგილზე შეისწავლეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა და დაზარალებულ ოჯახებს პირველადი დახმარება გაუწიეს.
ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა საჩინოს თემში სამი საცხოვრებელი სახლი. წალენჯიხის ცენტრში ქარმა წიწვოვანი ხეები წააქცია, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის სადენების დაზიანება და გზების ჩახერგვა. აღნიშნული პრობლემა "ენერგო-პრო ჯორჯიას" და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად დღის მეორე ნახევარში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება და გზები გაიწმინდა.
მასალის გამოყენების პირობები