საბერძნეთმა და საერთაშორისო კრედიტორების ჯგუფმა შეთანხმებას მიაღწიეს.
ახალმა მრავალმილიარდიანმა კრედიტმა საბრძნეთი გაკოტრებისა და ევროზონიდან გასვლისგან უნდა იხსნას.
მხარეებმა კონსენსუსს 18-საათიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს, თუმცა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის ევკლიდის ცაკალოტოსის განცხადებით, „მხარეებს კიდევ მოუწევთ 2-3 მნიშვნელოვანი დეტალის დაზუსტება”.
. შესაბამისი კანონპროექტი, სავარაუდოდ, ამ კვირას გადაეცემა საბერძნეთის პარლამენტს. კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართება. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საბრძნეთი უახლოესი სამი წლის განმავლობაში 86 მილიარდ ევროს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები