Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/sapatriarqo-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/sapatriarqo-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/sapatriarqo-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/04/sapatriarqo-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
როგორ აპირებს საპატრიარქო ბიუჯეტიდან მიღებული 25 მლნ ლარის განკარგვას?
საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული 25 მილიონი ლარის განკარგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რადიო "ათიანთი" განცხდებას უცვლელად გთავაზობთ: "სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფოს მხრიდან 25 მილიონი ლარით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების შესახებ და იყო მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა ამ თანხის გამოყოფის გამო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: საერთოდ, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების პირდაპირი ან ირიბი (ხელფასები სასულიერო პირებისათვის, ზრუნვა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე, გრანტები, ფინანსური შეღავათები და სხვ.) დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა დემოკრატიული ქვეყნების და, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისთვის. ამასთან, ამ მიზნით იქ გაცილებით დიდი ფინანსები გაიცემა და ეს ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არც აგრესიულ ათეიზმს და არც კომუნისტურ ეპოქას ადგილი არ ჰქონია. 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. ჩვენის მხრიდანაც არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, _ მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ არის მიზნობრივი და მის განკარგვაში ეკლესია თავისუფალია, ჩვენ, გავითვალისწინეთ რა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ მოვიხმარეთ იგი საკუთარი საჭიროებისათვის (თუმცა სოფლად, განსაკუთრებით მთის რეგიონში, მოღვაწე სასულიერო პირების შემოსავალი მეტად მწირია, ასევე საპატრიარქოს თანამშრომლების ხელფასებიც მიზერული, _ 180 ლარიდან 220 ლარამდე) და ვამჯობინეთ გადასახადის გადამხდელთა თანხები, ჩვენის აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ორი მიმართულებით, - სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობით, _ ისევ ხალხისთვის დაგვებრუნებინა. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესია ასაიდუმლოებს 25 000 000 ლარის განკარგვას, მაშინ, როდესაც დაინტერესებულ პირთ ისედაც შეუძლიათ მასალა იხილონ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. შევნიშნავთ იმასაც, რომ ფული ხელზე არავის მიეცემა, არამედ ერიცხებათ კონკრეტული დანიშნულებით, ნაწილ-ნაწილ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება. სულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ 90-მდე სასწავლო დაწესებულებაში 17 918 მოსწავლეა, რომელთაგან 856 მუდმივად ცხოვრობს პანსიონში, 525 ბავშვთა სახლებშია, 130 მოხუცებულთა თავშესაფარში, ამათ ყველას 2119 თანამშრომელი ემსახურება, რომელთგან 1364 პედაგოგია. თუ გავითვალისწინებთ, რომ, ხელფასების გარდა, ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს სათანადო შენობების აგება, მათი კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების დაფარვა და სათანადო კვება, ბუნებრივია, რომ გამოყოფილი თანხა ამას არ ეყოფა და არც ყოფნის. ამიტომაც რიგი სასწავლებლები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება და ისინი იძულებულნი არიან, შემოსავლის სხვა წყაროები მოიძიონ. აღნიშნული აქტიურობების გარდა და მწირი შემოსავლის მიუხედავად, ჩვენ არაერთ სხვა საქველმოქმედო საქმიანობასაც ვეწევით, მაგრამ სახარებისეული პრინციპიდან გამომდინარე, _ "მარჯვენამ არა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა," ხმაურს არასოდეს ვტეხდით; თუმცა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა და ბოლოს, კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ. საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური. საყოველთაო გაჭირვების მიზეზი რომ ეკლესიისთვის გადმორიცხული და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ,,დაკლებული" 25 მილიონი ლარი არ არის, ვგონებთ, ცხადზე ცხადია; ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შემოტევის ნაწილია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ყოველთვის, ახლაც ,,მოწოდების სიმაღლეზე" აღმოჩნდა", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.