დღეიდან, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებელობა აქვთ უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმავლობაში დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი 2015 წლის ივნისში მოეწერა.
მასალის გამოყენების პირობები