ქვეყანაში მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
2013 წლის I კვარტალის მონაცემებით მსჯავრდებულთა რაოდენობა 10491 შეადგენს, რაც 2012 წლის I კვარტალის მაჩვენებელთან (23969) შედარებით 13478 ერთეულით ნაკლებია.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით,
"ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამინისტროს სისტემაში განხორციელდა რიგი ღონისძიებები, რამაც ბრალდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება განაპირობა.2013 წლის I კვარტალის განმავლობაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებზე სასჯელის ვადის გასვლამდე გავრცელდა 17682 სხვადასხვა სახის შეღავათი, რაც 2012 წლის I კვარტალის იგივე მაჩვენებელთან (72) შედარებით 17610 ერთეულით გაიზარდა. „ ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები