საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, პირველ კლასიკურ გიმნაზიას სტუმრობდა.
"მინდა მოგილოცოთ ყველას, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მათ მშობლებს დღევანდელი ძალიან სასიხარულო დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ მათ, ვინც დღეს პირველად მიდიხართ სკოლასა და უნივერსიტეტში. ეს აღტაცება ერთად ყოფნის, ერთად სწავლის მინდა, ყველას გაგიზიაროთ და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები