საზოგადოება
ზოგიერთ ბანკში დოლარის ფასმა 2.50 ლარს მიაღწია
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.50 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.  ამ დროის მონაცემებით, "ვითიბი ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.5000 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.3700 ლარად. "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.49 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.37 ლარად.  "კორ სტანდარტ ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4950 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3600 ლარს მიიღებს.  რაც შეეხება "თიბისი ბანკს" აქ 1 აშშ დოლარი 2.4500 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 2.3900 ლარადაა შესაძლებელი.  ამ დროისთვის დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკში". აქ 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4370 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4070 ლარს მიიღებს. 
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4170 ლარად იქნება შესაძლებელი.   "ipn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.