როგორც ცუკერბერგი ირწმუნება, Facebook-მა მომხმარებლების მოთხოვნა გაითვალისწინა და დამატებით ფუნქციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
"უკვე დიდი ხანია, რაც ხალხი მოითხოვს Dislike ღილაკის არსებობას, და დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც გეტყვით, რომ კომპანია მის არსებობაზე მუშაობას იწყებს და სატესტო ვერსიის ჩაშვებასთან ძალიან ახლოს ვარ,"- განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.
თუმცა, ზუსტად რა იქნება Dislike ღილაკი და რა დამოკიდებულებისა და აზრის გამოსახატავად გამოიყენებს მას Facebook სივრცის მომხმარებელი?
Dislike-ის მთავარი ფუნქცია ემპათიის გამოხატვაა. როგორც სოციალური ქსელის შემქმნელები აცხადებენ, ის არ მიიღებს "ხმის მიცემის" ხასიათს, როგორ Youtube-ის შემთხვევაში. ან მაგალითისათვის შეიძლება ავიღოთ პორტალი Reddit. პოსტი, რომელიც მეტ Dislike-ს შეაგროვებს, არ გაქრება სხვა მომხმარებლების არეალიდან და არ ჩანაცვლდება სხვა მეტად მოწონებადი პოსტებით.
"რაც ჩვენ გვინდა, ის არის, რომ მივცეთ მომხმარებელს შესაძლებლობა გამოხატოს ემპათია. ცხოვრებაში ყველა წუთი არ არის პოზიტიური,"- ამბობს ცუკერბერგი.
პროფესორი ანდრეა ფორტე დრექსელის უნივერსიტეტიდან, ამბობს რომ მომხმარებელი უმეტესად Dislike ღილაკს გამოიყენებს გაბრაზების გამოსახატავად, მაგალითად Pop-up რეკლამემის წინააღმდეგ. ასევე, სოლიდარობისა გამოსახატავად მნიშვნელოვან მომენტებში, მაგალითად ვინმეს გარდაცვალებისას.
ამისათვის იარსებებს Dislike. მისი დახმარებით თქვენ გამოხატავთ თანაგრძნობას, წყენას და ფაქტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას.
როგორც მარკ ცუკერბერგი ამბობს, ფუნქციის კონცეფცია ჯერ სრულად არ არის ჩამოყალიბებული, დასახვეწია როგორც იდეა, ისე მისი განხორციელების გზები. თუმცა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პირველად Facebook-მა დაადასტურა ინფორმაცია Dislike ღილაკის სამომავლო არსებობის შესახებ.
რამდენად გაუადვილებს ის მომხმარებელს სოციალურ ქსელში არსებობას და რა საფრთხეებს შეუქმნის ბიზნესს ან სარეკლამო და ნიუს-გვერდებს - ამაზე ინტერნეტ-სივრცეში უკვე მსჯელობენ.
მასალის გამოყენების პირობები