საზოგადოება
ფეისბუქის Dislike ფუნქცია "ემპათიისთვის"
სოციალურ ქსელ Facebook-ში მალე Dislike (არ მომწონს) ღილაკი გამოჩნდება ამის შესახებ ქსელის შემქნელმა, მარკ ცუკერბერგმა კალიფორნიის სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ცუკერბერგი ირწმუნება, Facebook-მა მომხმარებლების მოთხოვნა გაითვალისწინა და დამატებით ფუნქციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

 "უკვე დიდი ხანია, რაც ხალხი მოითხოვს Dislike ღილაკის არსებობას, და დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც გეტყვით, რომ კომპანია მის არსებობაზე მუშაობას იწყებს და სატესტო ვერსიის ჩაშვებასთან ძალიან ახლოს ვარ,"- განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

 თუმცა, ზუსტად რა იქნება Dislike ღილაკი და რა დამოკიდებულებისა და აზრის გამოსახატავად გამოიყენებს მას Facebook სივრცის მომხმარებელი?

 Dislike-ის მთავარი ფუნქცია ემპათიის გამოხატვაა. როგორც სოციალური ქსელის შემქმნელები აცხადებენ, ის არ მიიღებს "ხმის მიცემის" ხასიათს, როგორ Youtube-ის შემთხვევაში. ან მაგალითისათვის შეიძლება ავიღოთ პორტალი Reddit. პოსტი, რომელიც მეტ Dislike-ს შეაგროვებს, არ გაქრება სხვა მომხმარებლების არეალიდან და არ ჩანაცვლდება სხვა მეტად მოწონებადი პოსტებით.

"რაც ჩვენ გვინდა, ის არის, რომ მივცეთ მომხმარებელს შესაძლებლობა გამოხატოს ემპათია. ცხოვრებაში ყველა წუთი არ არის პოზიტიური,"- ამბობს  ცუკერბერგი.

 პროფესორი ანდრეა ფორტე დრექსელის უნივერსიტეტიდან, ამბობს რომ მომხმარებელი უმეტესად Dislike ღილაკს გამოიყენებს გაბრაზების გამოსახატავად, მაგალითად Pop-up რეკლამემის წინააღმდეგ. ასევე, სოლიდარობისა გამოსახატავად მნიშვნელოვან მომენტებში, მაგალითად ვინმეს გარდაცვალებისას.

 ამისათვის იარსებებს Dislike. მისი დახმარებით თქვენ გამოხატავთ თანაგრძნობას, წყენას და ფაქტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას.

 როგორც მარკ ცუკერბერგი ამბობს, ფუნქციის კონცეფცია ჯერ სრულად არ არის ჩამოყალიბებული, დასახვეწია როგორც იდეა, ისე მისი განხორციელების გზები. თუმცა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პირველად Facebook-მა დაადასტურა ინფორმაცია Dislike ღილაკის სამომავლო არსებობის შესახებ.

 რამდენად გაუადვილებს ის მომხმარებელს სოციალურ ქსელში არსებობას და რა საფრთხეებს შეუქმნის ბიზნესს ან სარეკლამო და ნიუს-გვერდებს - ამაზე ინტერნეტ-სივრცეში უკვე მსჯელობენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.