კახელი მევენახეების პროტესტი გრძელდება. გლეხები აქციის გამართვას დღესაც აპირებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ყურძნის ფასის ზრდად ითხოვენ. მევენახეებს პრეტენზიები ხელისუფლებასთან აქვთ. ისინი მთავრობას გულგრილობაში ადანაშაულებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ. „1 ლარი არის მინიმალური ფასი. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისედაც ნაგვის ფასად ქცეულ ყურძენს ჩავიტანთ თბილისში და ან პარლამენტის წინ, ან ივანიშვილის შუშის სასახლესთან დავყრით“, - აცხადებენ მევენახეები. შეგახსენებთ, ყურძნის ფასის ზრდის მოთხოვნით მევენახეების აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები