საზოგადოება
გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ გიორგი პაპუაშვილი არა კონსტიტუციას, არამედ საკუთარ მეგობრებს იცავს.  

აქციის მონაწილეებმა პაპუაშვილის სახლს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს, შემდეგ წითელი საღებავით სახლის შესასვლელთან ხელები დახატეს და განაცხადეს, რომ "წითელი ხელები "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოა".
აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ხელმძღვანელობს.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.