საზოგადოება
გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ გიორგი პაპუაშვილი არა კონსტიტუციას, არამედ საკუთარ მეგობრებს იცავს. აქციის მონაწილეებმა პაპუაშვილის სახლს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს, შემდეგ წითელი საღებავით სახლის შესასვლელთან ხელები დახატეს და განაცხადეს, რომ "წითელი ხელები "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოა".აქციას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ხელმძღვანელობს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები