საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას აქვეყნებს
პრეზიდენტისა და მთავრობის ყოფილი რეზიდენციების პრივატიზების საკითხზე დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს. მათი განმარტებით, მოლაპარაკებები იმართება ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის, წყნეთის ყოფილი სამთავრობო აგარაკებისა და პრეზიდენტის მესტიის ყოფილი რეზიდენციის შესახებ. უწყების ინფორმაციით, გარდა ამისა, სექტემბრის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მსხვილი ობიექტის საინვესტიციო პირობებით პრივატიზება. "მათ შორის ლერმონტოვის 10-ში მდებარე 1363 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2499კვ.მ. შენობა-ნაგებობა. აღნიშნული ობიექტების ჯამური საწყისი საპრივატიზებო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.გარდა ამისა,ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღმაშენებლის 138-ში მდებარე უძრავ ქონების, ბორჯომ-ლიკანის ყოფილ რეზიდენციის (გარდა სასახლისა), და "სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის",ასევე ბაღდადში მდებარე ანანოვების ყოფილი სასახლის და წყალტუბოში მდებარე ოთხი სანატორიუმის თაობაზე. აღნიშნული ობიექტები შეფასებულია და მომზადებულია საპრივატიზებოდ", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში. "IPN"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.